Accessibility links

შოტლანდიის დამოუკიდებლობას ნაკლები ამომრჩეველი ემხრობა


გამოკითხვის თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა კვლავ ნაკლებია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გამოყოფის მოწინააღმდგეთა რიცხვი. „იუგავის“ გამოკითხვით, ბრიტანეთის შემადგენლობაში შოტლანდიის დარჩენას 52 პროცენტი ემხრობა და გამოყოფას კი 48 პროცენტი უჭერს მხარს. ამ შედეგში არ არის გათვალისწინებული იმ პირთა აზრი, რომლებმაც შეკითხვას პასუხად გასცეს, რომ არ იციან, რას დაუჭერენ მხარს 18 სექტემბრის რეფერენდუმის დროს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევდ კამერონი შოტლანდიაში ჩავიდა 10 სექტემბერს და მოუწოდა ამომრჩევლებს, ნუ დაშლიან ბრიტანეთის „ერთა ოჯახს“. კინომსახიობმა შონ კონორი დამოუკიდებლობას ემხრობა, „ჰერი პოტერის“ ავტორმა, ჯეი კეი როულინგმა მილიონნახევარ დოლარზე მეტი შეწირა დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო კამპანიას.

XS
SM
MD
LG