Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის შესახებ


შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციების ახალი რაუნდის შესახებ, რომელიც რუსეთის დასჯას ისახავს მიზნად უკრაინის კრიზისში მისი როლის გამო. სანქციების სამიზნეა რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 12 სექტემბერს კერძო ბანკი „სბერბანკი“ მიამატა იმ სახელმწიფო ბანკების სიას, რომელთა მიმართაც ფინანსური შეზღუდვებია გათვალისწინებული. ახალი სანქციებით ასევე იკრძალება საქონლის, სერვისებისა და ტექნოლოგიების მიწოდება რუსეთის ხუთი კომპანიისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში ან ოფშორულ პროექტებში მონაწილეობენ. ანგარიშები გაეყინათ თავდაცვის სფეროში მოღვაწე ხუთ სახელმწიფო კომპანიას.

XS
SM
MD
LG