Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერის აზრით, აშშ შექმნის ფართო კოალიციას "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები ფართო კოალიციას შექმნის ექსტრემისტების გაერთიანება ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. კერიმ 12 სექტემბერს ანკარაში განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია კოალიციაში შემავალი ცალკეული ქვეყნების როლზე საუბარი. ამასთან, კერი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ირანის მონაწილეობას პარიზში 15 სექტემბერისთვის დანიშნულ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება ერაყში ჯიჰადისტების დასამარცხებლად მიმართული ზომების კოორდინაციას. ასევე 12 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბაღდადში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად არის „კიდევ უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერა“ გაუწიოს ერაყს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებთან საბრძოლველად. შეკითხვას, შესაძლოა თუ არა საფრანგეთმა საჰაერო იერიშები განახორციელოს ერაყში, ოლანდმა უპასუხა, რომ პარიზი სათანადო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებებს. საფრანგეთი იარაღს და ჰუმანიტარული დახმარებას აწვდის ერაყს.

XS
SM
MD
LG