Accessibility links

logo-print

პისტორიუსი დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში


სამხრეთაფრიკელი პარაოლიმპიელი ათლეტი ოსკარ პისტორიუსი დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მასპობაში. მან 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში მოკლა მეგობარი ქალი რივა სტინკამპი. პისტორიუსს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო როგორც თავად პისტორიუსი ირწმუნება, მან საკუთარ სახლში საპირფარეშოსაკენ გაისროლა იმის გამო, რომ ეგონა, იქ ბოროტმოქმედი იმყოფებოდა. მოსამართლე ტოკოზილე მაზიპა 13 ოქტომბერს გამოაცხადებს პისტორიუსისთვის შეფარდებულ სასჯელს.

XS
SM
MD
LG