Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა და უკრაინამ გადადეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება


ევროკავშირმა და უკრაინამ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, კარელ დე გუხტმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ შეთანხმების ამოქმედებამდე უკრაინა კვლავაც ისარგებლებს ევროკავშირის ბაზრის გახსნით უკრაინის ნაწარმისთვის. დე გუხტმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ალექსეი ულიუკაევთან მოლაპარაკების შემდეგ. დე გუხტმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა უკრაინის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა. მისი თქმით, სამ მხარეს 15 თვე რჩება დამატებითი შენიშვნების და წინადადებების შესათავაზებლად. რუსეთს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შედეგების გამო, რომლებიც შესაძლოა მისი ეკონომიკისათვის მოჰყვეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. მოსკოვი იმუქრება, რომ უკრაინიდან ნაწარმის იმპორტზე გადასახადს დააწესებს, თუ კიევი და ევროკავშირი 1 ნოემბერს აამოქმედებენ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG