Accessibility links

უკრაინის პრემიერ-მინისტრი პუტინს უკრაინის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის განადგურება აქვს განზრახული. 13 სექტემბერს კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იაცენიუკმა განაცხადა, რომ პუტინს სურს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის შექმნა აღმოსავლეთ უკრაინის სახით, რაც, უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგსა და ევროპულ უსაფრთხოებას. ამასთან, იაცენიუკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისათვის.

XS
SM
MD
LG