Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა „უკანონოს“ უწოდებს რუსეთის მორიგ ჰუმანიტარულ მისიას


უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ „უკრაინის ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული ჰუმანიტარული ტვირთის უკანონო შეტანა განახორციელა.“ დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული დახმარებისათვის განკუთვნილი ტვირთით სავსე რუსეთის ავტოკოლონა შევიდა ლუგანსკის ოლქში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მეორე მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ჰუმანიტარულ ტვირთს არ აცილებს საერთაშორისო წითელი ჯვრის არც ერთი წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG