Accessibility links

უკრაინის არმიამ მოიგერია იერიში დონეცკის აეროდრომზე


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის აეროდრომზე მიიტანეს ერიში, რომელიც სამთავრობო ქვედანაყოფმა მოიგერიეს. ქალაქის ხელისუფლების ცნობით, 13 სექტემბერს აეროპორტის მიდამოებში საარტილერიო დაბომბვის ხმა ისმოდა. უკრაინელი სამხედროები და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ოფიციალური ინფორმაციით, დონეცკის აეროპორტზე კონტროლოს უკრაინის სამხედროები ინარჩუნებენ.

XS
SM
MD
LG