Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ეგვიპტეში ანტიისლამური კოალიციის შექმნაზე იმსჯელებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონი კერი იმყოფება ეგვიპტეში, სადაც ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართული საერთაშორისო კოალიციისათვის დახმარების მოპოვებას ცდილობს. ეგვიპტე ბოლო პუნქტია იმ ტურნეს ფარგლებში, რომლის განმავლობაში კერი ერაყის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ხელისუფლებებს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირის ბოლოს პირობა დადო, რომ „ძირს გამოუთხრის და საბოლოოდ გაანადგურებს“ ისლამისტურ დაჯგუფებას, რომელმაც მრავალი დასახლებული პუნქტი იგდო ხელთ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. 12 სექტემბერს თურქეთში ყოფნის დროს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ი აუცილებლად შექმნის ფართო კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ნაადრევია იმის თქმა, თუ რა წილ პასუხისმგებლობას იკისრებს თითოეული პარტნიორი.

XS
SM
MD
LG