Accessibility links

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაიზარდა


საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევა ცხადჰყოფს, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ გიზარდა და 52 %-ს აღწევს. YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკვლევის თანახმად შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა 48%-ს შეადგენს. გამოკვლევაში არ შესულა რესპონდენტები, რომლებმაც არ იციან, თუ ვის მისცემს ხმას 18 სექტემბერს დანიშნულ რეფერენდუმზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, რომელიც 10 სექტემბერს ჩავიდა შოტლანდიაში, მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არ მიიყვანონ გახლეჩვამდე ბრიტანეთის „ერთა ოჯახი“. ცნობილი ადამიანებიც ჩაებნენ ამ დაპირისპირებაში. მსახიობი შონ კონერი შოტლანდიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, მაშინ როცა, „ჰარი პოტერის“ ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა 1,6 მილიონი დოლარი გადარიცხა რეფერენდუმის საწინააღმდეგო კამპანიაში.

XS
SM
MD
LG