Accessibility links

logo-print

პაკისტანში ოპოზიციის ასი აქტივისტი დააპატიმრეს


პაკისტანის სასამართლომ ოპოზიციის 100 აქტივისტს მიუსაჯა ორკვირიანი პატიმრობა უკანონო საპროტესტო აქციებში მონაწილოებისათვის. ისლამაბადის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ განარისხა დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციასთან ორსაათიანი დაპირისპირების შემდეგ მშვიდობიანად დაიშალნენ. პაკისტანში რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მწვავე საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ყოფილი კრიკეტის ვარსკვლავი იმრან ხანი და სასულიერო პირი ტაჰირ ულ ყადრი ედგნენ სათავეში. დემონსტრანტები უარს ამბობდნენ ბანაკის დაშლაზე, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი არ დატოვებდა პოსტს. აგვისტოში კონფრონტაცია გადაიზარდა ძალადობაში მას შემდგ, რაც ათასობით დემონსტრანტი შეეცადა შტურმით აეღო შარიფის სახლი და მცირე ხნით ხელთ იგდეს და ეთერიდან გამორთეს სახელწმიფო ტელევიზია.

XS
SM
MD
LG