Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ეგვიპტეს დიდ როლს ანიჭებს ისლამისტებთან ბრძოლაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონი კერი აცხადებს, რომ ეგვიპტეს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული ძალების ბრძოლაში. ეგვიპტე ბოლო პუნქტია იმ ტურნეს ფარგლებში, რომლის განმავლობაში კერი ერაყის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლიდერებს შეხვდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, ჯონ კერი ეგვიპტის პრეზიდენტ ფატა ალ სისისა და არაბული ლიგის ლიდერ ნაბირ ალ არაბისთან გამართა შეხვედრები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირის ბოლოს პირობა დადო, რომ „ძირს გამოუთხრის და საბოლოოდ გაანადგურებს“ ისლამისტურ დაჯგუფებას, რომელმაც მრავალი დასახლებული პუნქტი იგდო ხელთ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. 12 სექტემბერს თურქეთში ყოფნის დროს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ი აუცილებლად შექმნის ფართო კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, ნაადრევად მიიჩნია იმაზე ლაპარაკი, თუ რა წილ პასუხისმგებლობას იკისრებს თითოეული პარტნიორი.

XS
SM
MD
LG