Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მიმდინარე კონფლიქტები მესამე მსოფლიო ომს შეადარა


რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ტალღა მესამე მსოფლიო ომის შეადარა და დაგმო იარაღით ვაჭრობა და ტერორიზმი, რასაც სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. პირველი მსოფლიო ომის ასი წლისთავთან დაკავშირებით, 13 სექტემბერს რომის პაპმა იტალიის უმსხვილესი რადიპუგლიას სამხედრო სასაფლაო მოინახულა. კაცობრიობა ცრემლებს საჭიროებს და დადგა დრო , რომ დავიტიროთ მსხვერპლიო, - განაცხადა ფრანცისკემ. „დღეს, კიდევ ერთი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უკვე შეიძლება ლაპარაკი მესამე ომზე, რადგან გრძელდება დანაშაული, მკვლელობა და ნგრევა“, - აღნიშნა რომის პაპმა. უფრო ადრე ფრანცისკემ გამართლებული უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ძალის გამოყენებას იმ „უსამართლო აგრესიის“ შესაჩერებლად, რასაც ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები ახორციელებენ.

XS
SM
MD
LG