Accessibility links

ზავის მიუხედავად სეპარატისტებმა დონეცკის აეროდრომზე კვლავ განაახლეს იერიში


მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის აეროპორტზე მიიტანეს ერიში, რომელიც სამთავრობო ქვედანაყოფმა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს აეროპორტის მიდამოებში საარტილერიო დაბომბვის ხმა ისმოდა. უკრაინელი სამხედროები და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. დღესვე ლუგანსკის ოლქში 200 მანქანისაგან შემდგარმა კოლონამ ჰუმანიტარული დახმარების მეორე პარტია შეიტანა, რასაც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ უკანონო ქმედება უწოდა.

XS
SM
MD
LG