Accessibility links

logo-print

ისლამისტებმა თავი მოკვეთეს ჰუმანიტარული მისიის ბრიტანელ თანამშრომელს


ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ 13 სექტემბერს გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია ბრიტანეთის მოქალაქის, სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის 44 წლის დევიდ ჰეინსის სიკვდილით დასჯა. როგორც ამერიკელი ჟურნალისტების შემთხვევაში მოხდა, მას თავი მოჰკვეთა შავნიღბიანმა ექსტრემისტმა, რომელიც დანით ხელში ამჯერად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს დაემუქრა, რომ სიკვდილით დასჯის მძევლად მყოფ კიდევ ერთ ბრიტანელს, თუ ლონდონი უარს არ იტყვის ერაყელი და ქურთი მებრძოლების იარაღით მომარაგებაზე. დავიდ კამერონმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს მკვლელის შესაპყრობად, ხოლო მოსახლეობა კი ისლამისტების მზაკვრული გეგმების შესახებ გააფრთხილა. „ბრიტანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო არის ფანატიკოსთა ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანელ მძველებს სჯის სიკვდილით , არამედ მათ დაგეგმეს და აპირებენ თავდასხმებს მთელს ევროპასა და ჩვენს ქვეყანაში.“ მანამდე ისლამისტებმა თავი მოკვეთეს ორ ამერიკელ რეპორტიორს - სტივენ სოტლოფსა და ჯეიმს ფოულის.

XS
SM
MD
LG