Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი ანტიისლამურ კოალიციაში მონაწილეობას განიხილავს


დიდი ბრიტანეთი ადასტურებს, რომ ბრიტანეთის მოქალაქის, სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლის 44 წლის დევიდ ჰეინსის სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებული ვიდეო აუთენტურია. მას ნიღბიანმა ისლამისმა ტერორისტმა თავი მოჰკვეთა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბრიტანელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და პირობას დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს მკვლელის შესაპყრობად. ბრიტანეთის მთავრობა მსჯელობს იმაზე, მიიღოს თუ არა მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შემუშავებულ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ახალი კოალიციის მობილიზებას და ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო და სახმელეთო იერიშებს გულისხმობს. ავსტრალია მზად არის საერთაშორისო კოალიციაში 600 ჯარისკაცი და 10 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნოს. ჰაინესის მკვლელობა ადასტურებს, თუ რატომ უნდა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებამ მობილიზება ამ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგო, - აცხადებს საფრანგეთის მთავრობა, რომელიც 15 სექტემბერს ანტიისლამურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG