Accessibility links

logo-print

ყოფილი მმართველი პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


უკრაინის ყოფილი მმართველი „რეგიონთა პარტია“ ბოიკოტს უცხადებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 26 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ამის თაობაზე კვირას გამართულ ბრიფინგზე პარტიის პრეზიდიუმის მდივანმა ბორის კოლესნიკოვმა განაცხადა. პოლიტსაბჭომ, კოლესნიკოვის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში ომია, რის გამოც არჩევნები ფაქტიურად 44 ოლქში ვერ ჩატარდება. „რა პარლამენტში შეიძლება იყოს, თუ მასში ქვეყნის მეოთხედი არ იქნება წარმოდგენილი? ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენ მერე ჩავატარებთ დამატებით არჩევნებს ოლქებშიო. კეთილი, შეიძლება თქვენ მართლაც ჩაატაროთ, თუ ჩვენი ქვეყნისგან რაიმე დარჩება,“-განაცხადა ბორის კოლესნიკოვმა. 15 სექტემბერს უკრაინაში საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიული სუბიექტების რეგისტრაციის ბოლო დღეა. ინდივიდუალურ პირებს კი შეუძლიათ 25 სექტემბრამდე წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

XS
SM
MD
LG