Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეაში ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ჩრდილოეთ კორეა იუწყება, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილი მტრული საქმიანობისათვის ექვსწლიანი მძიმე გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯეს ამერიკელ მეტიუ მილერს. ოფიციალურ ინფორმაციაში მხოლოდ ისაა ნათქვამია, რომ მეტიუ მილერმა ტურისტის ნიღბით შეაღწია ჩრდილოეთ კორეაში. 30 წლის ამერიკელი აპრილში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც დახია ტურისტული ვიზა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამ დროისათვის კორეის ხელისუფლების პატიმრობაში კიდევ ორი ამერიკელი მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG