Accessibility links

logo-print

ივანიშვილი: „მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ“


„მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს. როგორც ივანიშვილი ამბობს, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

XS
SM
MD
LG