Accessibility links

logo-print

მმართველი გუნდი იმსჯელებს ვიცე-სპიკერობიდან დუმბაძის გაწვევის საკითხზე


მმართველი გუნდი პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან მურმან დუმბაძის გაწვევის საკითხზეც იმსჯელებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში აჭარის დეპუტაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერის კვოტა გააჩნია და დუმბაძე სპიკერატში სწორედ ამ კვოტით არის წარდგენილი. ჟურნალისტების კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ვიცე-სპიკერის პოსტზე მურმან დუმბაძე, დავით საგანელიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება აჭარის დეპუტაციასთან, ვისაც აქვს ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლებამოსილება. თუმცა დავით საგანელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

XS
SM
MD
LG