Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სტუმრობს ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი უკვე შეხვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. გაიმართება ასევე სტუდენტებთან შეხვედრა სულხან-საბა ობელიანის სახელობის უნივერსიტეტში.

XS
SM
MD
LG