Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელი


დღეს დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას 50 000-მდე პირველკლასელი დაიწყებს. 42 000-მდე პირველკლასელი საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს. ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა. 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება ორ ახალ სკოლაში - სოფელ მუხრანსა და სოფელ აბანოში. წლის ბოლომდე კიდევ ექვსი ახალი სკოლის გახსნა და რვა სკოლის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 1500-ზე მეტი სკოლა. 100 საპილოტე სკოლაში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნა.

XS
SM
MD
LG