Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გააკონტროლებს სამშვიდობო ოპერაციებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


გაერომ საკუთარ თავზე აიღო კონტროლი ყველა სამშვიდობო ოპერაციაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ადრე ოპერაციებს აკონტროლებდა აფრიკის კავშირის ძალები. საერთაშორისო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსდა გასულ წელს, ქვეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ბოზიზეს ჩამოგდების შემდეგ. თუმცა მშვიდობისმყოფელთა განთავსებამ ვერ უზრუნველყო შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება ისლამური დაჯგუფება „სელეკასა“ და მეამბოხე ქრისტიანებს შორის, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. გაეროს დახმარებით ხელი მოეწერა შერიგების დოკუმენტს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კონფლიქტი და მხარი დაუჭირონ ქვეყნის სტაბილურობას.

XS
SM
MD
LG