Accessibility links

logo-print

სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში


შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზითპოლების მონაცემების მიხედვით, ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია, მემარცხენე პარტია და გარემოს დამცველი პარტია. მონაცემების მიხედვით, მემარცხენე კოალიციამ დააგროვა ხმათა 45%. მმართელი, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ხმათა 40%-ს უყრის თავს. შვედეთის პარლამენტში პირველად მოხვდება პარტია „ფემინისტური ინიციატივა“, რომელმაც ხმათა 4% მოაგროვა. ნაციონალურმა პარტიამ „შვედეთის დემოკრატები“, რომელიც პარლამენტში 4 წლის წინ მოხვდა, ახალი შედეგი აჩვენა და ამომრჩეველთა 10%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG