Accessibility links

ელისაბედ მეორე შოტლანდიელ ამომრჩეველს მოუწოდებს „კარგად დაფიქრდნენ“


დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შოტლანდიელ ამომრჩეველს მოუწოდებს „კარგად დაფიქრდნენ“ მომავალზე, როდესაც ისინი მიმდინარე კვირაში რეფერენდუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხი. დედოფალს არ გაუკეთებია საჯარო განცხადება ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რომელიც გაარკვევს შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება თუ კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩება. ეკლესიიდან გამოსვლისას, რომელიც დედოფლის შოტლანდიის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს, ელისაბედ მეორემ გამოთქვა იმედი, რომ მისი თქმით, ხალხი ხმის მიცემისას მომავალზე დაფიქრდება. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, დედოფალი, რომლის დედაც შოტლანდიელი იყო, სავარაუდოდ, დარჩება შოტლანდიის სახელმწიფოს მეთაურად.

XS
SM
MD
LG