Accessibility links

logo-print

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატებმა


შვედეთში 14 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიურმა კოალიციამ, რომელშიც გაერთიანებული არიან მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მემარცხენე პარტია და მწვანეთა პარტია. კოალიციამ ჯამში ხმების 43%-ზე მეტი მიიღო. მმართველ ბლოკს, "ალიანსი შვედეთისთვის", მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 39-მა პროცენტმა. არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ "შვედი დემოკრატები", რომელმაც ხმების 13% მიიღო. შვედეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რაინფელდტმა აღიარა დამარცხება და გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

XS
SM
MD
LG