Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ


რუსეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის", კანდიდატები ლიდერობენ მრავალ რეგიონში. შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პრიმორიეს მხარეში სარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაცემებით, რომლებიც ბიულეტენების უმრავლესობის დათვლის შედეგებს ეფუძნება, მოქმედმა გუბერნატორმა, "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენელმა ვლადიმირ მიკლუშევსკიმ მოიპოვა ხმების 77%-მდე. სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში ელექტორატის აქტივობა, ოფიციალური მონაცემებით, 31%-მდე შეადგენდა. მოსკოვში ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ აცხადებს, რომ შესაძლოა, უარყოს ქალაქის საკრებულოს არჩევნები, რადგან სამართლიანად არ მიაჩნია წინასაარჩევნო კამპანია. ხოლო ყირიმში, რომელიც რუსეთმა წელს მარტში მიიერთა, ცნობების თანახმად, ხმების 70%-ზე მეტით იმარჯვებს მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“. უკრაინა უკანონოდ მიიჩნევს ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG