Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში იწყება სამხედრო წვრთნები 15 ქვეყნის მონაწილეობით


დასავლეთ უკრაინაში იწყება სამხედრო წვრთნები 15 ქვეყნის 1300-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით. პენტაგონის ცნობით, 200 ამერიკელი ჯარისკაცია ჩართული ყოველწლიურ მანევრებში, რაც ნიშნავს ამერიკელი სამხედროების პირველად ჩასვლას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ. სამხედრო წვრთნები 15-დან 26 სექტემბერმდე ჩატარდება იავორივში. მანევრებში მონაწილე ქვეყნებს შორის არის საქართველოც, ისევე როგორც პოლონეთი, ლატვია, კანადა, ესპანეთი. 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი ჰელეტეიმ განაცხადა, რომ ნატოს ზოგი ქვეყანა იარაღს აწვდის უკრაინას რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლის მხარდასაჭერად და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაჩერებლად. ჰელეტეის არ უთქვამს, რომელი ქვეყნებისაგან იღებს უკრაინა იარაღს.

XS
SM
MD
LG