Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს საჰაერო ოპერაციას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


ერაყის პრეზიდენტი ფუად მასუმი გამოდის ექსტრემისტების გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ "სწრაფი და მტკიცე" საჰაერო ოპერაციისაკენ მოწოდებით. მასუმი შიშობს, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა მეტი ტერიტორია დაიპყრონ და უფრო სახიფათო გახდნენ, თუ მათი მოწინააღმდეგეები დაუყოვნებლივ არ მიმართავენ ზომებს. მასუმი ამ მოწოდებით გამოვიდა პარიზში, სადაც 26 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ „ისლამურის ახელმწიფოს“ მოწინააღმდეგეთა კოალიციაზე მოსალაპარაკებლად. საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდის შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ქმნიან გლობალურ საფრთხეს, რომელზეც გლობალური რეაგირებაა საჭირო.

XS
SM
MD
LG