Accessibility links

logo-print

პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ევა კოპაჩი წარადგინეს


პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე ევა კოპაჩი დაასახელა ახალ პრემიერ-მინისტრად. ეს თანამდებობა გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა დონალდ ტუსკი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად მის არჩევასთან დაკავშირებით. კოპაჩი პოლონეთის მმართველი კოალიციის წევრია და ტუსკის პოლიტიკური მოკავშირე. ის აცხადებს, რომ მზად არის გამოწვევისათვის, შექმნას „კარგი მთავრობა“, რომელიც იმუშავებს პოლონეთში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ხოლო დონალდ ტუსკი შეცვლის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს, რომლის მანდატიც წელს, 30 ნოემბერს ამოიწურება.

XS
SM
MD
LG