Accessibility links

შიშობენ, რომ მსხვერპლი მოჰყვა ლიბიასთან მიგრანტების გემის ჩაძირვას


შიშობენ, რომ ათობით აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა ლიბიასთან მათი გემის ჩაძირვის შედეგად. ცნობების თანახმად, გემი 14 სექტემბერს ჩაიძირა ლიბიის სანაპიროდან 18-მდე კილომეტრში. ლიბიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გადაარჩინეს სულ 36 ადამიანი მაშინ, როცა ვარაუდობენ, რომ გემზე იმყოფებოდა ევროპაში მოხვედრის მსურველი, სულ ცოტა, 250 მიგრანტი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აგვისტოში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ იმატებს ლიბიიდან წასვლის მსურველთა რიცხვი, ამ ქვეყანაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ბრძოლების გააქტიურების გამო.

XS
SM
MD
LG