Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო წვრთნები 15 ქვეყნის მონაწილეობით


დასავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო წრვთნები 15 ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ცნობების თანახმად, წლიურ მანევრებში სახელმწოდებით „სწრაფი სამკაპი“ ჩართულია 1300-მდე ჯარისკაცი. სამხედრო სწავლება 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლების უკრაინელი სარდლის, ალექსანდრ სივაკის განცხადებით, მანევრები ივლისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ სექტემბრისთვის გადაიდო აღმოსავლეთ უკრაინაში სპეცოპერაციის გამო. ამასობაში, აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირების მონაცემებით, ქალაქ დონეცკში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ექვსი ადამიანი დაიღუპა 14 სექტემბერს - ეს იყო ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლი 10 დღის წინ ზავზე ხელმოწერის შემდეგ. ჯერ არ არის ცნობილი, დაღუპულები სამოქალაქო პირები არიან, თუ მეამბოხეები.

XS
SM
MD
LG