Accessibility links

logo-print

ავღანეთის სასამართლომ ორ პირს გაუუქმა სასიკვდილო განაჩენი


ავღანეთის საკასაციო სასამართლომ ორშაბათს გააუქმა ორი პირის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით იყო გამოტანილი, და 20-20 წლით პატიმრობით შეუცვალა ის. მაგრამ სასამართლომ უცვლელად დატოვა დანარჩენი ხუთი პირის სასიკვდილო განაჩენი. მამაკაცთა ჯგუფი გაასამართლეს ოთხი ქალის გაუპატიურებისთვის, რომელთაგან ერთი - 18 წლის გოგონა - გარდაიცვალა. სასამართლოს განაჩენი ავღანეთის პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის თქმით, დამნაშავეები სიკვდილით უნდა დაისაჯონ.

XS
SM
MD
LG