Accessibility links

logo-print

აშშ-ს ძალებმა ბაღდადთან იერიში მიიტანეს ექსტრემისტებზე


აშშ-ის სამხედრო უწყების თანახმად, აშშ-ის ძალებმა ბაღდადთან ახლოს დაბომბეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებზე ერაყის დედაქალაქის ახლოს მიიტანეს იერიში. აშშ-ის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, 14 და 15 სექტემბერს განხორციელდა ორი საჰაერო იერიში ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სინჯართან ახლოს ერაყის არმიის მხარდასაჭერად. იერიშის შედეგად, განადგურდა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების კუთვნილი ექვსი მანქანა და დაჯგუფების ერთ-ერთი საბრძოლო პოზიცია, საიდანაც ერაყის ძალებს უხსნიდნენ ცეცხლს.

XS
SM
MD
LG