Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა


ორშაბათს დონეცკთან ახლოს ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ინფორმაციით, კონსტანტინოვკის რაიონში სეპარატისტებმა უკრაინის ხელისუფლებას გადასცეს რვა ტყვე. „რია ნოვოსტის“ თანახმად, უკრაინის სამხედროებს გადასცეს აგრეთვე ორი დაღუპული სამხედროს გვამები. უკრაინის მხარემ სეპარატისტებს გადასცა ერთი ტყვე. ტყვეები გაიცვალა 14 სექტემბერსაც. მხარეებმა ერთმანეთს 73-73 ტყვე გადასცეს. ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს რუსეთის მოქალაქე, 23 წლის მარია კოლედა. ეს ცნობა „ტვიტერით“ გაავრცელა კოლედას ადვოკატმა დმიტრი არგანოვსკიმ. კოლედა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობის მოწყობა და ჯაშუშობა. მარია კოლედას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG