Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა „საგანგებო სტატუსი“ აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებისათვის


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საგანგებო სტატუსს ანიჭებს აღმოსავლეთში, რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებს. კერძოდ, სამი წლით ფართო ავტონომიას ენიჭება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგ რეგიონს. მიზანია სეპარატისტებთან სისხლისმღვრელი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებს აძლევს საშუალებას, შექმნან საკუთარი პოლიცია, დანიშნონ მოსამართლეები და პროკურორები. გათვალისწინებულია ასევე 7 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარება დონბასად წოდებულ რეგიონში ახალი საკრებულოების შესაქმნელად. წელს აპრილში დაწყებულმა დაპირისპირებამ 3000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, „საგანგებო სტატუსის“ შესახებ კანონი იძლევა უკრაინის „სუვერენობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის“ გარანტიას.

XS
SM
MD
LG