Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში


ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მისი პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვდება გაერთიანებული საამიროს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელებს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

XS
SM
MD
LG