Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და უკრაინის ბიზნესფორუმი


თბილისში მიმდინარეობს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა იგორ შვაიკამ გახსნეს. ფორუმს წინ უძღოდა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. „ჩვენ უკრაინას გავუზიარებთ ყველა დადებით და უარყოფით გამოცდილებას, რათა მათ არ დაუშვან იგივე შეცდომები, რომლებსაც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საქართველო უშვებდა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა კერძო ბიზნესის საქმიანობაში არ ერევა, თუმცა ხელს შეუწყობს უკრაინასთან ქართული ბიზნესის მჭიდრო კონტაქტის დამყარებას. თავის მხრივ, უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა იგორ შვაიკამ საქართველოს დელეგაცია მიიწვია კიევში, სადაც 7 ოქტომბერს საინვესტიციო ფორუმი გაიმართება.

XS
SM
MD
LG