Accessibility links

logo-print

ევროკავშირის და უკრაინის პარლამენტებში რატიფიცირებულ იქნა ასოცირების შეთანხმება


უკრაინისა და ევროკავშირის პარლამენტებში რატიფიცირებულ იქნა ასოცირების შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ორმა პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა კიევსა და სტრასბურგში ერთდროულად გამართულ სხდომებზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა ისტორიული უწოდა ორ კენჭისყრას: „ეს არის ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, გონივრულად უნდა მოვიქცეთ. მეტისმეტად ხშირად ვიყენებთ ამ შეფასებას. ისტორიული მომენტები ხშირი არ არის, მაგრამ დღეს მართლაც ისტორიული მომენტი იყო. საინტერესოა, არსებობს თუ არა პრეცედენტი, რომ ორ პარლამენტს ერთად, ვიდეო-ჩართვით დაკავშირებულს, კენჭი ეყარა საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის. ეს არის პარლამენტარიზმის ისტორია პრეცედენტის გარეშე. ჩვენ და კიევში ჩვენი კოლეგები ვამაყობთ ამ უნიკალური მოვლენით და მომენტით“, - განაცხადა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. უკრაინამ და ევროკავშირმა 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ ნაწილს. რამდენიმე დღის წინ კი მხარეებმა გადაწყვიტეს, 2015 წლის ბოლომდე გადადონ თავისუფალი ვაჭრობის ზონის ამოქმედება, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG