Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი კანადასა და აშშ-ს ეწვევა


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს იწყებს ტურნეს ჩრდილოეთ ამერიკაში. პოროშენკო ჩავა ჯერ კანადაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დაწყების წინა დღეს, კანადამ გამოაცხადა მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ოტავის განმარტებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის აგრესიის გამო. სანქციები მიმართულია ოთხი რუსი გენერლის, ერთი ბანკისა და იარაღის მწარმოებელი ხუთი კომპანიის წინააღმდეგ. 18 სექტემბერს პოროშენკო ვაშინგტონი ჩავა და თეთრ სახლში შეხვდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას. მომდევნო დღეს ის სიტყვით მიმართავს კონგრესს. ტურნეს დაწყებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და დაამტკიცა კანონები, რომლებიც დროებით თვითმმართველობას ანიჭებს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG