Accessibility links

logo-print

ჩინეთის პრეზიდენტი ინდოეთს ეწვია


ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი ინდოეთს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიც არის ვაჭრობის გააქტიურება და ინვესტიციები, აგრეთვე საერთო საზღვრის გარშემო უთანხმოების მოგვარება. ინდოეთის მედიის ცნობით, პეკინი სავარაუდოდ მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს გზების და რკინიგზის მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია მას შემდეგ, რაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ნარენდრა მოდი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან თანამშრომლობას. ჩინეთი არის ინდოეთიის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. მათი სავაჭრო ბრუნვა 70 მილიარდ დოლარს აღწევს.

XS
SM
MD
LG