Accessibility links

logo-print

თენგიზ ფხალაძე: გაეროს გენერალური მდივნის წერილი გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე


25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაეროს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ. მან მედიის წარმომადგენლებს გაეროდან მიღებული წერილი უჩვენა. ფხალაძის თქმით, საქართველოს აქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სერიოზული დიპლომატიური ტრადიციები და ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ქართული დიპლომატია ყოველთვის ახერხებდა პარტნიორებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, ამიტომ გაუგებარია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ გაერო არ იყო ინფორმირებული პრეზიდენტის შეცვლის თაობაზე. თენგიზ ფხალაძის განცხადებითვე, 25 თებერვალს გამოგზავნილი მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11 ივნისს მიიღო. ფხალაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იციან, რას გულისხმობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, როცა აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის ჩაშლის რეალური მიზეზების გამოქვეყნებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG