Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში დააპატიმრეს 15 გავლენიანი მუსლიმი, მათ შორის იმამები


კოსოვოში დააპატიმრეს 15 გავლენიანი მუსლიმი მოღვაწე, რის მიზეზადაც სახელდება ბრძოლა ექსტრემისტების გაერთიანებების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოსათვის“ მებრძოლების გადაბირების წინააღმდეგ. კოსოვოში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, 17 სექტემბერს დაპატიმრებულებს შორის არის პრიშტინის დიდი მეჩეთის იმამი, შეფკეტ კრასნიკი, კიდევ რამდენიმე იმამთან ერთად. დაკავებულებისათვის წაყენებულ ბრალდებებს შორის ასახელებენ საფრთხის შექმნას კოსოვოში კონსტიტუციური წესრიგისა და უშიშროებისათვის. როგორც ოფიციალურმა პირებმა უთხრეს ჩვენს კორესპონდენტს, დაპატიმრების ტალღით გამიზნულია, არ დაუშვან ახალგაზრდა ეთნიკური ალბანელების დარწმუნება იმაში, რომ შეუერთდნენ ისლამისტ მებრძოლებს ერაყსა და სირიაში. წელს აგვისტოში კოსოვოს პოლიციამ 40 ადამიანი დააპატიმრა ისლამისტებთან საბრძოლველად ხალხის გადაბირებაში ეჭვმიტანის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG