Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი: ექსტრემისტებთან საბრძოლველად არ გვჭირდება უცხოელი სამხედროები


ერაყის პერმიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ აბადი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება და არც სურს თავის ტერიტორიაზე უცხოელი ჯარისკაცების ყოფნა, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ამასთან, პრემიერმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააფართოოს კამპანია სირიაში მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ. დღესვე შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კოუმიმ ვაშინგტონში განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ დახმარება გაზრდილია ერაყში შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ. კოუმი შიშობს, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა მეტი მძევალი აიყვანონ, რათა ვაშინგტონს აიძულონ დათმობებზე წასვლა. იუწყებიან ასევე, რომ ერაყის ძალებმა დაიწყეს ინტენსიური სამხედრო ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ ანბარის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG