Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკომ დაასრულა კანადაში ვიზიტი


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კანადაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ამ ქვეყანასთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობას დიდი პერსპექტივა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობისა და გაზის მარაგებით კანადა მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პოროშენკოს სიტყვებით, უკრაინას და კანადას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა სჭირდებათ, კერძოდ - თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების, ფიქლის გაზის წარმოებისა და ბირთვულ ენერგეტიკაში თანამშრომლობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება მსოფლიოს ერთიანობა უკრაინის უსაფრთხოების საკითხში. მსოფლიომ უნდა გადახედოს უსაფრთხოების სისტემას და კანადის პოზიცია ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანიაო, აღნიშნა პოროშენკომ. ახალი ცივი ომის დაწყების შესახებ შეკითხვაზე პასუხის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია - „უკრაინამ გადალახა რუბიკონი და დაამსხვრია საბჭოთა კავშირის აღდგენის ყველა იმედი. ჩვენ ევროპული ერი ვართ“, - განაცხადა პოროშენკომ. 18 სექტემბერს პეტრო პოროშენკო აშშ-ში ვიზიტს იწყებს. შეხვდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას და სიტყვით მიმართავს კონგრესს.

XS
SM
MD
LG