Accessibility links

სახალხო დამცველი გამოეხმაურა პატიმრის გარდაცვალების ფაქტს


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში 16 სექტემბერს მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. სახალხო დამცველი თვლის, "ერთსა და იმავე დაწესებულებაში ერთი თვის განმავლობაში სავარაუდო სუიციდის ორი შემთხვევა განგაშის საფუძველს იძლევა და მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სუიციდისადმი მიდრეკილების დროული გამოვლენის მიზნით ჩატარდეს კომპლექსური სამუშაო. ამასთან, აუცილებელია ჩატარდეს დროული და ეფექტიანი გამოძიება მსჯავრდებულის სიკვდილის მიზეზების დადგენის მიზნით". განცხადების ბოლოს აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მსჯავრდებულ ზ.ს.–ს გარდაცვალების ფაქტის შესწავლას და სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებიდან პატიმართა სხვა დაწესებულებებში გადაყვანის პროცესის მონიტორინგს.

XS
SM
MD
LG