Accessibility links

logo-print

შოტლანდიაში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება


დღეს შოტლანდიელი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ისტორიულ რეფერენდუმში, რომლითაც გადაწყდება - გახდება, თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მომხრეები (52%) მცირედით უსწრებენ დამოუკიდებლობის მომხრეებს (48%). „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ ლიდერმა ალექს სალმონდმა განაცხადა, რომ შოტლანდიას ერთადერთხელ ეძლევა საშუალება თავისი მომავალი აიღოს ხელში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მას „უკიდურესად დაამწუხრებს“ შოტლანდიის გასვლა 307-წლიანი კავშირიდან და გააფრთხილა ამომრჩევლები, რომ შოტლანდიას აღარ შეეძლება გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნება. შოტლანდიის ამომრჩეველმა პასუხი უნდა გასცეს ერთ შეკითხვას - „უნდა იყოს, თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“. რეფერენდუმის შედეგები 19 სექტემბერს დილით უნდა გახდეს ცნობილი.

XS
SM
MD
LG