Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში ანტიტერორისტული რეიდები მოეწყო


18 სექტემბერს ავსტრალიის სამ ქალაქში - სიდნეიში, ბრისბანსა და ლოგანში ტერორიზმის პრევენციის მიზნით პოლიციამ რეიდები მოაწყო და დააკავა 15 ადამიანი. ავსტრალიის ფედერალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ენდრიუ კოლვინმა განაცხადა, რომ რეიდებში დაახლოებით 800 პოლიციელი მონაწილეობდა და ისინი სამ ქალაქში, ათზე მეტ ადგილას მოეწყო. კოლვინის თქმით: „პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფს, რომლის წინააღმდეგაც მოეწყო დღევანდელი რეიდები, განზრახული და დაწყებული ჰქონდა ავსტრალიაში ძალადობრივი აქტების დაგეგმვა“. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეიდები მოეწყო მას შემდეგ, რაც დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ავსტრალიაში „საჩვენებელი მკვლელობების“ მოწყობისკენ მოწოდებაზე და იმის შესახებ, რომ დღეს დაკავებული პირები დაკავშირებული იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებასთან. 12 სექტემბერს ავსტრალიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის ხარისხი „საშუალოდან“ „მაღლამდე“ აწია.

XS
SM
MD
LG