Accessibility links

პრემიერმა ფრანგ სენატორებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო ფრანგ სენატორებს ალენ გურნაკს და ფილიპ დალიეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სენატორებთან დღევანდელი შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის. პრესსამსახურის ცნობითვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფრანგი სენატორების საუბრის მთავარი თემა იყო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

XS
SM
MD
LG