Accessibility links

logo-print

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს


შოტლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლითაც უნდა გადაწყდეს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება, თუ მას გამოეყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. ამ ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმის წინ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მსურველთა რაოდენობა ოდნავ აჭარბებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვს. ოციდან ერთ შოტლანდიელს კვლავაც არ ქონდა გადაწყვეტილი როგორ უპასუხებდა შეკითხვას: „უნდა გახდეს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?“ თუ გამარჯვებას დამოუკიდებლობის მომხრეები მოიპოვებენ, დაიწყება მოლაპარაკება, რომელიც შოტლანდიას 2016 წლის 24 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. ამით დასრულდება 307 წლის ისტორიის მქონე კავშირი და, სავარაუდოდ, გამყარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი სეპარატისტების პოზიციები. ბრიტანეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ თუ შოტლანდია ქვეყანას არ გამოეყოფა, მისი პარლამენტი უფრო მეტ უფლებამოსილებას შეიძენს და გაგრძელდება ლონდონის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსება. რეფერენდუმის შედეგი 19 სექტემბრის დილას გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG